LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრთხილად იყავით, ბავშვებო, ნუ აკლდებით და გვიუშნოებთ ცხოვრებას“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი გარდაცვლილ 19 წლის გოგოზე

389
თამარ ჩერგოლეიშვილი

თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე გავიგე, რომ გამიცინებდა ხოლმე, ისეთი ნაპერწკალი ჰქონდა, მეგონა სულ იცოცხლებდა.

არ ვიცნობდი – ჩვენს აქციებზე ვხედავდი ხოლმე სულ, გასართობ ადგილებშიც მხვდებოდა.

ძალიან განვიცდი – მიხაროდა რომ დავინახავდი, ენერგიას მაძლევდა მისი ხასიათი. ფრთხილად იყავით ბავშვებო – ნუ აკლდებით და გვიუშნოვებთ ცხოვრებას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე გავიგე, რომ გამიცინებდა ხოლმე, ისეთი ნაპერწკალი ჰქონდა, მეგონა სულ იცოცხლებდა.

არ ვიცნობდი…

Posted by Tamara Chergoleishvili on ორშაბათი, 29 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g