LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიკური აშლილობა კორონავირუსის დროს: რა ზიანს აყენებს სოცმედიის მცდარი ინფორმაციები ფსიქიკას

261
აშლილობა

კორონავირუსმა მსოფლიო გაურკვევლობაში ჩააგდო და პანდემიის შესახებ, მუდმივი სიახლეებით ადამიანები  თავს დაუცველად გრძნობენ. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მათში, ვინც უკვე ისეთ პირობებში ცხოვრობენ, როგორიცაა შფოთვა და OCD (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა).

აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა

გასაგებია, რომ ყველას აინტერესებს არსებული მდგომარეობა ვირუსის გარშემო, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის მსგავსმა ინფორმაციებმა შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები წარმოშვას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესახებ რჩევები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შფოთავს.

რეკომენდაციათა შორისაა შფოთვის გამომწვევი ახალი ამბების წაკითხვის, მოსმენის ან ყურებისგან თავის შეკავება და პრაქტიკული ინფორმაციის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ დროებში მოძიება.

შფოთვითი აშლილობის ბრიტანეთის ეროვნული საქველმოქმედო ორგანიზაციის, Anxiety UK’s-ის წევრი, ნიკი ლიდბეტერი განმარტავს, რომ იმის შიში, რომ თავს ხელში ვეღარ აიყვან და გაურკვევლობის ატანას ვეღარ შეძლებ, შფოთვითი აშლილობისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა ისედაც აწუხებთ, დღეს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგანან.

შეზღუდეთ სიახლეები და ენდეთ, მხოლოდ სანდო წყაროებს

კორონავირუსის შესახებ, უამრავი სიახლის წაკითხვამ პანიკის შეტევები გამოიწვია. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ნაკლებად გავეცნოთ ისეთ ინფორმაციებს, რაც თავს ცუდად გვაგრძნობინებს. შეამცირეთ, მათი მიღების დრო და დაუთმეთ სხვა სასარგებლო და ნაკლებად სტრესულ ინფორმაციულ წყაროებს.

”როდესაც შფოთვა მაქვს, ჩემი აზრები შეიძლება ვეღარ გავაკონტროლო. ამ დროს, კატასტროფულ შედეგებზე ვიწყებ ფიქრს”, – ამბობს ის. ნიკი ღელავს, მშობლებზე და სხვა უფროს ადამიანებზე, რომლებსაც იცნობს, რადგან გარშემო მძიმე მდგომარეობაა.

 

რჩევები

  • შეეცადეთ, შეისვენოთ სოციალური მედიისგან და დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათი გამოყავით სოციალურ სივრცეში საძრომიალოდ.
  • უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება გარშემო – იყავით ინფორმირებული ინფორმაციის სანდო წყაროებზე. მაგალითად, მთავრობის და ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციათა მიერ გავრცელებულ სიახლეებზე.

 

24 წლის ელისონი, რომელიც მანჩესტერში ცხოვრობს, ძალიან ღელავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამიტომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და სიახლეებს აქტიურად გაეცნოს. თუმცა, ის ამავდროულად ხვდება, რომ სოციალურ მედიას მასზე ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

“ერთი თვის წინ ისეთ ჰეშთეგებზე გადავდიოდი, სადაც ვირუსის შესახებ, დაუზუსტებელ და საშინელ ბოდვებს ვაწყდებოდი. შედეგად, ვნერვიულობდი, თავს უიმედოდ ვგრძნობდი და ტირილს ვიწყებდი”, – ამბობს ელისონი.

ახლა ის მეტი სიფრთხილით არჩევს, ”ტვიტერის” რომელ ანგარიშებს მისდიოს და კორონავირუსის ჰეშთეგებზე დაკლიკვასაც თავს არიდებს. ასევე ცდილობს, სოციალურ მედიას მოწყდეს და ეს დრო ტელევიზორის ყურებით ან წიგნების კითხვით ჩაანაცვლოს.

გათიშეთ, სოციალური ქსელის პროგრამები..

ათიშეთ, WhatsApp ჯგუფები და დამალეთ Facebook-ის შეტყობინებები.

დაიბანეთ ხელები – მაგრამ ესეც ნორმის ფარგლებში Lily Bailey.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შიშების გამო ადამიანებში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (OCD) მწვავდება. ამ დაავადების და შფოთვის გარკვეული ტიპების მქონე პირებისთვის განსაკუთრებით რთულია ახსნა, ხელების რეგულარულად დაბანის რეკომენდაციის შესახებ.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, OCD-ის მიხედვით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რამდენად ფუნქციურია ქმედება. მაგალითად, უნდა დავაკვირდეთ, ხელებს იმისთვის ვიბანთ, რომ ვირუსის გავრცელება შევამციროთ თუ ეს ქმედება რიტუალად ვაქციეთ, რათა შევიქმნათ განწყობა, რომ ყველაფერი რიგზეა.

იყავით ხალხთან მჭიდრო კავშირში.

აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება. ეს ხელს შეგიწყობთ, გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ხანგრძლივი იზოლირების პერიოდში.

რთულია რუტინული ცხოვრება, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ წონასწორობა და გაამრავალფეროვნოთ თქვენი თითოეული დღე.

ზოგიერთისთვის, ეს შეიძლება რეალურად პროდუქტიული დასვენების პერიოდიც კი აღმოჩნდეს. შეგიძლიათ, ჩამოწეროთ გეგმა, დავალებების სია და იმის მიხედვით დაგეგმოთ მომავალი დღეები, ან წაიკითხოთ წიგნები, რომლებსაც დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g