LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მზია ამაღლობელს: „შენ რომ ბევრი მაღალი მთა გადაიარე და დალაშქრე, უკან მოიტოვე და ახლა ყველაზე მაღალი მთის წინ რომ დგახარ… ალბათ ესაა გზა, რომელსაც საკუთარ თავში ხშირად გადის მებრძოლი და თავისუფალი ადამიანი“

239
მაია ცირამუა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ამ დრომდე შიმშილობს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო

მზია ამაღლობელს საჯაროდ მიმართავს ფსიქოლოგი მაია ცირამუა და მას სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„მზია ამაღლობელი შიმშილობს. აქედან ხმა როგორ მივაწვდინო არ ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი:

ჩემო მზია, ყოველთვის მიჭირს სიტყვების შერჩევა, როდესაც ადამიანების ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაც ძალიან მძიმეა გადასატანად, საზიდავად, გინდ სასიხარულო იყოს და გინდ საწუხარი. ამ დროს ხელის ხელზე შეხება მირჩევნია ან ჩახუტება. ვწუხვარ ახლა, რომ ეს არ გამოვა.

იცი რას ვგრძნობ ახლა? შენ რომ ბევრი მაღალი მთა გადაიარე და დალაშქრე. უკან მოიტოვე და ახლა ყველაზე მაღალი მთის წინ რომ დგახარ. ამ მთის დალაშქვრაც შენი საქმეა. ამ მთაზე ასვლის რომ გეშინოდეს, გრძნობდე რომ ძალა აღარ გაქვს, ან სულაც ფიქრობდე რა აზრი აქვსო, არ გამიკვირდება. ეს ხომ ბუნებრივია. სანამ რაიმე ახალს გააკეთებ შეუძლებლად რომ მიგაჩნდეს, არც ესაა უცხო.

„მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“ – სალომე ზურაბიშვილი

იმასაც ვგრძნობ, ასე შორიდან უსამართლობის განცდა გულს როგორ გიფლეთს. მარტოობა რა მძიმეა. რა მძიმეა შიმშილი იმ ყველაფრის, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ. ამაზე რომ ვფიქრობ, უსუსურობის განცდა მიტევს და ტირილი მინდება. ნერვებს მიშლის გარშემო ყველა ჩემგან გმირობას რომ ელოდება და მე თავი გმირი კი არა, კედელთან მიმწყვდეული მგონია. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს – რატომ? რატომ ეს ყველაფერი? ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, უამრავი პასუხი მაქვს. ეს პასუხები ამ ტანჯვას აქარწყლებს. ისეთი კონკრეტულია ეს პასუხები შეკითხვაზე – „რატომ?“, ისეთი ცხადი და ნათელი, რადგან ზუსტად ვიცი – „რისთვის“? ერთია კიდევ, რაც მაიმედებს, ტკივილს დიდი ძალაც აქვს. ტკივილს თუ გაჰყვები, ძალაც მოვა თანდათან.

ასეთ ამბებზე, ახლა ჩვენ რომ გვჭირს ყველას, მე ვიქტორ ფრანკლის ერთი ამბავი მახსენდება – ბანაკიდან სამუშაოდ რომ წაიყვანეს იმ თოვლიან და ყინვიან დღეს, ცუდად იყო, ალბათ სიცხეც ჰქონდა და გზაში დაეცა. ეს დაცემა ნიშნავდა, ზურგში ტყვიას. ტკივილიც, იგრძნო, უმწეობაც, სიკვდილიც მიიღო და უცებ, მისმა გონებამ იპოვა ხსნა – საკუთარი თავი დაინახა მომავალში, უნივერსიტეტის აუდიტორიაში დგას და სტუდენტებს უყვება როგორ გადარჩა ფაშისტურ ბანაკში. მალევე ადგა და გზა გააგრძელა.

ალბათ ესაა გზა, რომელსაც საკუთარ თავში ხშირად გადის მებრძოლი და თავისუფალი ადამიანი. ამას ვერავინ წაგვართმევს. ზოგჯერ ძალიან რეალურია იგრძნო, რომ თვითონვე ხარ ეს მაღალი მთა“, – წერს მაია ცირამუა სოციალურ ქსელში.

„მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას“ – ლევან იოსელიანი

მზია ამაღლობელი შიმშილობს. აქედან ხმა როგორ მივაწვდინო არ ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი: ჩემო მზია, ყოველთვის მიჭირს…

Posted by Maia Tsiramua on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g