ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძის განცხადებით, მის მიმართ პოლიციელებმა დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს.
აღნიშნულის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მას ლევან გელოვანმა ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ან წამებას ადგილი.
„ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, დამემუქრნენ… დილის 11 საათზე შემიყვანეს, არც საკვები, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ.
„შელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“- 25 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
ჩემს დაზე იყო საუბარი, ამას ასე ვუზამთო, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფები იყო, ასევე ჩემს შეყვარებულზე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. აი, რომ მიგიყვანთ განყოფილებაში, ნახე რას გიზამენო“, – განაცხადა გოგიძემ.
საქმის პროკურორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულს გაესაუბრებიან და თუ შესაბამისი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ. ამასთან, ბრალდებულის განცხადებაზე რეაგირებისთვის მოსამართლემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი