მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის – 505.7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 169%-ით მეტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა, შემდეგია:
-
რუსეთის ფედერაცია – 313.9 მილიონი, მატება წინა წელთან 889%
-
იტალია – 36.82 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
-
აშშ – 27.78 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
-
ყაზახეთი – 20.81 მილიონი, მატება წინა წელთან 587%
-
საბერძნეთი – 20.33 მილიონი, მატება წინა წელთან -1%
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის (22.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.
