წითელ ბაღთან მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის ბიძა ამბობს, რომ სავარაუდოდ დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ორ მე-12 კლასელს უცხო პირებმა ფული მოსთხოვეს..
„ეს ბავშვი არის ფეხბურთელი, მასწავლებლები-ფეხბურთი, რომ გითხრათ, რომ ქუჩაში რაღაც დროს ატარებს, დროც არ აქვს. ვერ გეტყვით რის გამო შეიძლება მომხდარიყო. მე ბევრჯერ გაგონილი მაქვს, რომ ფულის თხოვნა იციან ქუჩაში, ასეთი რაღაც თუ მოხდა. რეპეტიტორთან, მასწავლებელთან მიდიოდა,“-განაცხადა მერაბ მორჩაძემ.
35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული.