LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფურცელი გაუთავდა და ამის გამო, თმა ამოგლიჯა” – მშობელი მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

310
school-boards-ignoring-disciplinary-problems

მშობელი მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს. საუბარია ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელზე, რომელსაც მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მედია “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

მშობლის განცხადებით, დაწყებითი კლასების პედაგოგი ბავშვზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. მისივე თქმით, საკითხზე სკოლის დირექტორს რეაგირებისთვის არაერთხელ მიმართა.

“მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ. დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა. თქვა, რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა. მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება. როდესაც ბავშვმა თავიდან ამოგლეჯილი თმა მოიტანა, გადვწყვიტე,  შვილის უფლებები უფრო მაღალ ინსტანციებში დავიცვა“ – აცხადებს მშობელი.

მომჩივანმა ოფიციალური წერილით სახალხო დამცველს მიმართა. მასწავლებელი კი გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს. პედაგოგის განმარტებით, ბავშვზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მან უბრალოდ მოსწავლეს უსაყვედურა, თუ რატომ არ წერდა რვეულში.

სკოლის დირექტორის განცხადებით, საკითხს ადმინისტრაცია დისციპლინური კომიტეტზე განიხილავს.

mazda magti 5g