LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფურშეტ ჯორჯია“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს

420

სუპერმარკეტების ქსელი „ფურშეტ ჯორჯია“ გაფართოებას განაგრძობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, წლის ბოლომდე თბილისში, კერძოდ საბურთალოზე კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.

„ფურშეტ ჯორჯია“ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანს, საუკეთესო ხარისხსა და დაბალ ფასებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ჩვენს სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ასორტიმენტი. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ  უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი, უკრაინული ტექნოლოგიით გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული და მზა საკვები”, – განაცხადეს სუპერმარკეტების ქსელში.

მათივე ინფორმაციით, 6-7 აპრილს ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ”ფურშეტ ჯორჯიას” ყველა ფილიალში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება  თევზის აქციით ისარგებლოს. აქციის ფარგლებში  1კგ ცოცხალი კალმახი 8.99 ლარი ღირს, 1 კგ გაყინული  ორაგული კი – 8,30 ლარი.

„ფურშეტი„  აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც 100-მდე მაღაზიას ფლობს უკრაინაში, 10 სუპერმარკეტს კი მოლდოვაში. აღნიშნული ბრენდი საქართველოში 2012 წლის 21 ნოემბერს შემოვიდა და დღესდღეობით 7 ფილიალს ფლობს თბილისსა და მარნეულში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g