LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Future Laboratory- ი ტაჯიკეთს სამრეწველო ინოვაციების განვითარებაში დაეხმარება

innovation

Future Laboratory- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი ქაშბაძე ვიზიტით ტაჯიკეთში იმყოფებოდა, სადაც ტაჯიკეთის მთავრობის და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ უნდა მოხდეს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება განათლების მეთოდიკების ცვლილების საშუალებით.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ტაჯიკეთის ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრთან და განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები ტაჯიკეთში – მომავლის პროფესიებისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთი საკმაოდ აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სტარტაპების განვითარებას და რეგიონალური ინიციატივით გამოდის, რომლის ფარგლებშიც საქართველოც მიიღიებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები