G7-ის ქვეყნები უკრაინას თავდაცვით იარაღსა და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
გარდა ამისა, ქვეყნები უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.
„პარტნიორები მზად არიან უკრაინისთვის უზრუნველყონ მეტი პრაქტიკული საშუალებები თავდაცვისთვის. ეს არის იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ფინანსური მხარდაჭერა.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი მტკივნეული სანქციები პუტინის ომის შესაჩერებლად“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ევროკავშირი აცხადებს, რომ მას სურს დაიწყოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. როგორც BBC წერს, ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზეც ისაუბრა.