LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააჭიანურებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს – ბრიტანეთის საელჩო წარუმატებელ მოლაპარაკებებზე

62
Untitled design

საქართველოში ბრიტანეტის საელჩოს წარმომადგენლობა, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს წინსვლას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ.

საელჩო მხარეებს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ბრიტანეთის საელჩოს განცხადება სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელდა:

” ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე.” – წერია ტვიტში.

 

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმოადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს მეორე ვიზიტით სტუმრობდა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა დიპლომატის ჩართულობით გუშინ გაიმართა, თუმცა უშედეგოდ – როგორც მედიატორმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა – მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო.

გავცოფდი და გული მწყდება, გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება – ვის ადანაშაულებს ელისაშვილი

 

magti 5g