LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გააკეთეთ ეს 17 თებერვლიდან ყოველ დილით“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა საზოგადოებას

219
2026-02-13_00-12-40_547621

მინეროლოგი და ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც 17 თებერვლიდან ყოველ დილით შესასრულებელ რიტუალს ეხება.

„გააკეთეთ ეს 17 თებერვლიდან ყოველ დილით.
დილის მაგია: ვმუხტავთ ჩაის წარმატებაზე.

მეგობრებო, დღეს ჩაიზე ვისაუბრებთ. ბევრი ამ სასმელს უბრალო „სენდვიჩის მისაყოლებელ წყლად“ მიიჩნევს და მნიშვნელობას არ ანიჭებს. არადა, ჩაის ფოთოლი ძლიერ ბუნებრივ მეხსიერებას ინახავს.

მხოლოდ მზარდი მთვარის პერიოდში, საუკეთესო დროა დილის ჩაის სმა პატარა რიტუალად აქციოთ – დღის „სტარტის“ ღილაკად.

რომ დღე მარტივად და წარმატებით წარიმართოს და ენერგია ყველა საქმისთვის გეყოთ, სცადეთ ეს მარტივი პრაქტიკა.

დაგჭირდებათ:
თქვენი საყვარელი ფინჯანი.
ახლადდაყენებული ჩაი (სასურველია ფოთლოვანი).

რა უნდა გააკეთოთ:
დააყენეთ ჩაი და მიეცით რამდენიმე წუთი დაყენებისთვის.
აიღეთ კოვზი და დაიწყეთ ჩაის მორევა მკაცრად საათის ისრის მიმართულებით (ზრდისა და განვითარების მიმართულება).
მორევისას, როდესაც ფინჯანში პატარა ტრიალის ვორტექსი წარმოიქმნება, ნახევრად ჩუმად წარმოთქვით ეს მოკლე სიტყვები:

„ჩაის ძალას ვაღვიძებ,
წარმატებას ვაკურთხებ.
გაედინოს სიზარმაცე და ჩრდილი,
იყოს ნათელი ეს დღე!
ფინჯანს დავლევ ბოლომდე
ჩემი წილი იღბალი დღეს მელოდება!“

დალიეთ ჩაი მშვიდად, აუჩქარებლად. წარმოიდგინეთ, როგორ ვრცელდება თითოეული ყლუპის სითბო სხეულში და გარდაიქმნება სუფთა, ოქროსფერ მოქმედების ენერგიად.
სიტყვები მუშაობს როგორც ნეიროლინგვისტური კოდი, ხოლო ჩაი ამ კოდს ორგანიზმის თითოეულ უჯრედამდე მიაქვს.
მარტივი, სწრაფი, ეფექტური. წარმატებული დღე გქონდეთ!“, – წერს თამარ იოსელიანი.

„თებერვლის თმის მაგია…დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება“ – როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ ბედნიერება მოგვიტანოს

„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g