თუ რა განრიგით შესრულდება ამბროლაურის მიმართულებით ავიარეისები მარტის თვეში, უკვე ცნობილია. „გაატარე გაზაფხული რაჭაში, დაიწყე მოგზაურობა ამბროლაურის აეროპორტიდან“, – ამ მიმართვას თავად აეროპორტის მენეჯმენტი ავრცელებს.
რაც შეეხება ფრენების განრიგს, ის ასეთია:
ნატახტარი – ამბროლაური და პირიქით:
პარასკევი:
ნატახტარი – ამბროლაური: 15:30
ამბროლაური – ნატახტარი: 16:45
კვირა:
ნატახტარი – ამბროლაური: 15:30
ამბროლაური – ნატახტარი: 16:45
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/ge/tickets
შეგახსენებთ, ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. ამ ეტაპზე, აეროპორტი მცირე ზომის – 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც. ამჟამად, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.