იენ სომერჰოლდერმა იცის, რა სურს ქალს. ყოველ შემთხვევაში, მან კარგად იცის, რა სურს ქალს, რომელიც „ვამპირის დღიურებს“ უყურებს.
ამ დღეებში „ინსტაგრამზე“ მსახიობმა თაყვანისმცემლებს მასთან ერთად „ჰელოუინის“ აღნიშვნა შესთავაზა.
საიტზე omaze.com სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „გაატარე ჰელოუინი იენ სომერჰოლდერთან ერთად“, ქვემოთ კი მოცემულია ლოტები, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა ფასად შეუძლია: ბარათი იენის ავტოგრაფით, ბლოკნოტი, Skype-საუბარი მსახიობთან და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 დოლარის გადახდის შემდეგ, თქვენ მაინც მოიპოვებთ შანსს, გახდეთ მთავარი პრიზის მფლობელი და „ჰელოუინი“ „ვამპირების დღიურების“ ვარსკვლავთან ერთად გაატაროთ.
თუ გამარჯვებული სხვა ქვეყნიდან ან ქალაქიდან იქნება, იენი მზად არის მისი მგზავრობისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯები დაფაროს. გამარჯვებულს შეეძლება თან წამოიყვანოს ერთი მეგობარიც. აქცია 16 დღეში დასრულდება.