მას შემდეგ, რაც შაკირა, შვილებთან ერთად ესპანეთიდან აშშ-ში გაგდავიდა საცხოვრებლად, პიკე უფრო მეტად გათამამდა. ცოტა ხნის წინ პიკემ „ინსტაგრამზე“ მორიგი „სელფი“ გაავრცელა, ის და კლარა ჩია მარტი ჩახუტებულები პოზირებენ და იღიმიან, ორივეს საოცრად ბედნიერი სახე აქვს.
ახლახან კი წყვილი ბარსელონაში, Coldplay-ის კონცერტზე გადაიღეს. 36 წლის ფეხბურთელი და მისი 24 წლის რჩეული ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.