მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია პერფომანსი გამართეს. მათ ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ფოტო გააკრეს და სათამაშო ზებრა მოათავსეს. სათამაშო ზებრა გალიის კიდეს ჯაჭვით მიაბეს.
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეების თქმით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე აღმოჩნდება საკანში, თუ ხალხის ნებას არ აასრულებს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება.
აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ ისინი დღევანდელ მსვლელობასაც შეუერთდებიან.
“გაბედეს” წევრები კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოა და იგი მხოლოდ ერთადერთი ადამიანის მიერ არის მიღებული.
თემა დახურულია: 2020 წლის არჩევნებისთვის არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ” – კახა კალაძე (ვიდეო)