LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემა დახურულია: 2020 წლის არჩევნებისთვის არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ” – კახა კალაძე (ვიდეო)

302
resize-VHXkgGBmWDitL7ne6zuvdTUE59l41CKP-980x590

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა “ქართული ოცნების” ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელის ძალისხმევისა, კანონპროექტმა პარლამენტის წევრთა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო… თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება არჩევნების შერეული სისტემა ” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბიძინას ტრიუკს არ გადავყლაპავთ" - აქცია "ოცნების" ოფისთან

საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუჩაში დგანან და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებით ცდილობენ ქვეყნის განვითარებას შეუშალონ ხელი.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს გამარჯვების შანსი ექნებათ, “ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებს. მისი თქმით, შედეგად მომავალი პარლამენტის მაქსიმალური პოლიტიკური მრავალფეროვნება იქნება უზრუნველყოფილი. “გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში”- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g