LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინას ტრიუკს არ გადავყლაპავთ” – აქცია “ოცნების” ოფისთან

134
აქცია-ოცნებასთან

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და  ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გახდება ცნობილი ბიძინა ივანიშვილის და მაჟორიტარი დეპუტატების შეთანხმების შესახებ პლებისციტთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების” ოფისთან რამდენიმე ავტობუსით სავსე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა გადაწყვიტეს სხდომის პარალელურად, აქცია აღნიშნული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაემართათ.

ამ წუთებში მმრათველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ მთავარ ოფისში, ხოლო შენობის გარეთ ისმის ხმაურიანი შეძახილები და მოთხოვნები პროპორციული გზით 2020 წლის არჩევნების ჩატარების შესახებ.

“შეცვალეს” წევრების განმარტებით, საქართველოს ახალგაზრდობა მთავრობას არ მისცემს საშუალებას მათი მოთხოვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს. აქციის მონაწილეების თქმით, ბიძინა ივანიშვილის “მორიგ ტრიუკს” ისინი არ გადაყლაპავენ.

პარტია “ქართული ოცნების” ოფისის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ბიძინა ივანიშვილს იმედოვნებს, რომ მომავალ პარლამენტში “ქართული ოცნების” გუნდის ნახევარი ადგილებს შეინარჩუნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები