LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება, კიდევ ერთი ოპერაცია… მჯერა, რომ უპრობლემოდ ამოიყვანენ…“ – თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

128
თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობაზე

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებს თვალს, დღეს მორიგი ქირურგიული ჩარევა ელოდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს.

ვიდეო: „ღმერთის და იმ ექიმის მადლობელი ვარ, რომელიც ოპერაციიდან წავიდა, რადგან ახლა ჩემი შვილი ჩემთან არ იქნებოდა“ – თაკო ბარბაქაძის ემოციური პოსტი

მისი ინფორმაციით, პროცედურა 15:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც დედა აღნიშნავს, თითოეული ასეთი ჩარევა ბავშვის ორგანიზმისთვის დიდ დატვირთვას წარმოადგენს, თუმცა ოჯახს იმედი აქვს, რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის.

„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება… კიდევ ერთი ოპერაცია. 3 საათზე ჩაიყვანენ საოპერაციოში და მჯერა, რომ უპრობლემოდ ამოიყვანენ… ეს არ არის რთული ოპერაცია, ეს არის მინი ოპერაცია, თუმცა გაბის ორგანიზმი დასუსტებულია, ვეღარ იტანს ამდენს… ასეთ პატარას 20 ანესთეზია აქვს გაკეთებული. წინა ვადგმა არცთუ ისე კარგად დასრულდა, ალბათ გახსოვთ, როგორც გასივდა… ასეთი არასდროს არაფერი მინახავს… თუმცა რისკები ახლაც არის და ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ რისკებად დარჩება. ახლა უბრალოდ ქვევით ჩაწევას აპირებენ, თუ რამე პრობლემა არ შეიქმნა… ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

„ეს სასაცილო ბიჭი დღითი დღე უფრო იზრდება და ლამაზდება..გაბი 3 კილო და 720 გრამია, ყველა ანალიზი ნორმაში აქვს..ნაწლავის ფუნქცია ნაწილობრივ აღდგენილია, საჭმელს ითვისებს“ – გაბრიელ ჩადუნელის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ბედნიერი ღიმილით და ჯანმრთელს გეცხოვროს ასი წელი საყვარელო ბიჭო…“ – პატარა გაბრიელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს 8 თვის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები