რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოება პატარა გაბრიელ ჩადუნელის მხარდასაჭერად გაერთიანდა – უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს ბიჭუნას, რომელიც ჯანმრთელობის რთულ პრობლემებს ებრძვის.
პატარა გაბრიელის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ინტენსიურად უზიარებს გაბრიელის დედა – თაკო ბარბაქაძე. ახლახან მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამი დღის განმავლობაში გაბრიელს 70 გრამი აქვს მომატებული.
„დღეს ახალი ზიზიები გვაჩუქა კლინიკამ. ექიმმა შეგვამოწმა, დღეს გაბრიელს ანალიზები აუღეს, ნახავენ ვიტამინების და პროტეინების რაოდენობას სისხლში და მალე გავიწერებით.
გაბრიელს 70 გრამი აქვს ნამატი ამ სამი დღის განმავლობაში, თუმცა წონაზე ისევ ვერაფერს ვიტყვი, ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ შედეგისთვის. ისე სტაბილურად ვართ.
თანხის შეგროვებას არ ვწყვეტ, მეგობრებო, რადგან ბავშვის ჩამოყვანა ისევ მომიწევს რაღაც დროის მერე, ასევე ვენური კვების ყიდვა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დიდი მადლობა, ყველას, კიდევ ერთხელ.
საქართველოს ბანკი: #ge40bg0000000537580007
თიბისი ბანკი: #ge28tb7741145064300117 “ – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
