LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ახალი კოვიდპრეპარატების შემოტანა იგეგმება

158
1

უახლოეს მომავალში საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანას გეგმავენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია “მოლნუპირავირზე”, რომლის გარკვეული რაოდენობის შესყიდვასაც კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა და პროცედურების დასრულების შემდეგ ის ხელმისაწვდომი გახდება:

“ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია “მერკის” მიერ წარმოებული “მოლნუპირავირი”, რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. მან ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია მიიღო. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში”, – თქვა მან.

გაბუნიას თქმითვე, შესაძლოა, ქვეყანამ “ფაიზერის” მიერ წარმოებული მედიკამენტიც მიიღოს:

“დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც ავტორიზაცია მიანიჭა. ამ მედიკამენტების არსებობა ძალიან იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ეს არის აბების სახით მისაღები მედიკამენტი. მისი მიღება ადვილია პაციენტებისთვის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მანამდე, დღევანდელ პირობებში, საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ, კონკრეტულად, კოვიდის შემთხვევაში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვრცლად “მოლნუპირავირის” შესახებ:

ახალი კვლევის შედეგები: მედიკამენტი “მოლნუპირავირი” დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდპრეპარატის გამოყენებას იწყებს – “მოლნუპირავირი” დამტკიცებულია

ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს შესაძლებელია გამოჩნდეს კოვიდის სამკურნალო ერთი ან რამდენიმე წამალი: გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g