LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაჩუქების მარკეტი“ – MyMarket-ის სოციალური პროექტი

449
გაჩუქების მარკეტი

სიკეთის კეთება ხშირად იმაზე მარტივია, ვიდრე გვგონია. ზოგჯერ ერთი გაჩუქებული ნივთიც კი შეიძლება სხვისი ყოველდღიური ცხოვრების შეცვლის მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ შეიქმნა „გაჩუქების მარკეტი“ – MyMarket-ის სოციალური პროექტი, რომელიც ადამიანებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებს.

თათუკა ბუაძე, MyMarket-ის Product Owner-ი (კომპანია „თინეთი“):

– „გაჩუქების მარკეტის“ შექმნის მიზანი იყო, ადამიანებისთვის კარგი საქმის კეთება მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და გამჭვირვალე გაგვეხადა. ხშირად დახმარება გვინდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ამას ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ ჩვენს გუნდს – კომპანიას „თინეთი“, რომლის ეკოსისტემის ნაწილია MyMarket-ი, გაუჩნდა იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ადამიანებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთმანეთთან დააკავშირებდა და მთელ პროცესს მარტივსა და ორგანიზებულს გახდიდა. როდესაც ვამბობ „ორგანიზებულს“, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა მიიღონ ის ნივთები, რომლებიც რეალურად სჭირდებათ. ამიტომ ორგანიზაციები წინასწარ გვიგზავნიან საჭიროებების სიას, ხოლო მომხმარებლები სწორედ ამ ჩამონათვალის მიხედვით ტვირთავენ გასაჩუქებელ ნივთებს. ეს ნივთები შემდეგ საწყობში გროვდება და ერთიანად გადაეცემა ორგანიზაციას. გამარტივებულია ლოგისტიკური პროცესიც – გამჩუქებელს არც ტრანსპორტირებაზე და არც მიწოდებაზე არ უწევს ზრუნვა. ნივთების ტრანსპორტირებასა და ორგანიზაციამდე მიტანას MyMarket-ი უზრუნველყოფს.

– როგორია მომხმარებლების ჩართულობა?

– MyMarket-ზე მომხმარებლების ჩართულობა ყოველთვიურად იზრდება. თითოეული გაჩუქებული ნივთი საზოგადოების თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებდნენ, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. გვახარებს ისიც, რომ ერთი ადამიანი მაგალითის მიმცემი ხდება სხვებისთვისაც – არაერთხელ გვინახავს, როგორ აქვეყნებს ერთი მომხმარებელი ნივთს, შემდეგ კი მას ამ საქმეში მეგობრები, ოჯახის წევრები თუ კოლეგებიც ჰყვებიან. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი საშობაო კამპანია იყო, როდესაც უამრავმა ბავშვმა მიიღო სასურველი საჩუქარი.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართულნი ამ ინიციატივაში?

 ხშირად გვგონია, რომ კარგი საქმის გასაკეთებლად დიდი რესურსია საჭირო, თუმცა, რეალურად, ერთი პატარა ნაბიჯიც საკმარისია. თუ სახლში გაქვთ ნივთი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია, ის, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს, იქცეს ყურადღებად, ზრუნვად, შესაძლებლობად, რომ თუნდაც ერთი ბავშვის დღე გახდეს უკეთესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები