ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროებასთან და პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოში საგანგებო რეჟიმის ფარგლებში არსებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. რეკომენდაციები და გადაადგილების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. აქვე მითითებულია, რომელი სატრანსპორტო საშუალებით შესაძლებელია მოძრაობა და ასევე ისიც, თუ ვის შეუძლია გამკაცრებული რეჟიმის დროს გადაადგილდეს. პრემიერ მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის გუშინდელი განცხადებით, აკრძალვა ძალაში საგამგებო მდგომარეობის დასრულებამდე დარჩება.
ხვალიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის მითითებული აღნიშნული აკრძალვა ეხება თუ არა სასულიერო პირებს და ტაძარში მოსამსახურე სხვა ადამიანებს. თუმცა დღეს საქართველოს საპატრიარქო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ. განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ აკრძალვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. “გაურკვევლობა” სატელეფონო საუბრის საშუალებით მოგვარდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
რომელი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება გადაადგილება