LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა

451
1585649621-h

ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ამასთან, სასურსათი მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 348-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 76 მოქალაქეა.

გარდაცვლილია  სამი. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  494 ​ადამიანი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები