LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილების გააქტიურება აუცილებლად იქნება დაკავშირებული შემთხვევების მატებასთან, შეზღუდვები ფრთხილად უნდა მოიხსნას – ზახაშვილი

96
BeFunky-collage (2)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით,  წერტილოვანი შეზღუდვების პირველ თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება, ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეფუძნება.

ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა და ადამიანთა გადაადგილების გააქტიურება შემთხვევის მატებასთან აუცილებლად იქნება დაკავშირებული.

შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია: კულუმბეგოვი

თბილისი-754, იმერეთი-334, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158 : 12 იანვრის კოვიდსტატისტიკა

“შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ფრთხილად, დაკვირვებით და თანმიმდევრულად ნელ-ნელა. აქ საუბარია ბიზნესის სათანადო მზაობაზე, რათა გახსნის შემთხვევაში მათ შეინარჩუნონ მდგრადობა და შეამცირონ რისკები მათი მოქმედების არეალში.

ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება იმ ეპიდსიტუაციას, რაც გვაქვს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ მდგრადად შევინარჩუნოთ დღეს უკვე ასე ვთქვათ გამოჩენილი კოვიდის შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა მივყვეთ ამ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება: თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელი

 

რაც შეეხება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხს, ზახაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინა უსაფრთხო იქნება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულამდე შემოვიდეს.

„ქვეყანაში ახლა არსებობს სათანადო სიმძლავრეები, რომ მიიღოს და გამოიყენოს სამივე ტიპის ვაქცინა. რეალურად, მიმდინარეობს სრული მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ეს მზადყოფნა იყოს სრულფასოვანი და ადამიანებს ვაქცინა მიეწოდოთ უსაფრთხოდ, ეფექტურად და დროულად. სამივე ტიპის მიღების შანსი აქვს ქვეყანას. დღესდღეობით მეტი ინფორმაცია არავის აქვს, რომელი ვაქცინა იქნება, თუმცა შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქვეყანაში მზადყოფნა სამივე ვაქცინის მიღებისთვის არსებობს. ვართ მოლოდინის რეჟიმში.”განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g