LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაბაძე : წილების მყიდველიც გახდა „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე

83

„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მისთვის წილების გასხვისება საეჭვოა და მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს:

„ტელეკომპანია „მაესტროს“ მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველიც გახდა ტელეკომპანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე.

გაკოტრებული კომპანიის წილი რამდენიმე მილიონად გაიყიდა, რაც არანაირ ბიზნესლოგიკაში არ ჯდება, კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი ფინანსური თვალსაზრისით, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც „მაესტროს“ შეიძლება ჰქონდეს, ეს არის პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევდა ქართულ ტელებაზარზე.

მე თითქმის სამი წელია “მაესტროს” დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ. დრეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია ძალიან კონკრეტული ფასი.

წილის გამყიდველების ბატონი ებრალიძის და ჩიკვაიძის წილის 1% წილი ღირს -460 ათასი დაახლოებით, მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ, ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურებრივი პოზიციები, სამი წელია „მაესტროს“ დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ არ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი „მაესტრო“ და ეს ასეც არის, მის სახელს მართლაც არაფერი უკავშირდება ამ ტელევიზიაში.

განვითარებული პროცესების  შედეგი შესაძლოა იყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა. მე არ ვაპირებ „მაესტროში“ მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში . მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემ უფლება-მოვალეობას“- განაცადა ბაია გადაბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g