ქართველი ფოტოხელოვანი და ვიდეოგრაფი ზურა ბურჯანაძე, რომლის ფოტოობიექტივში მილანის მოდის კვირეულზე ამრავი მსოფლიო ვარსკვლავი აღმოჩნდა, მათ შორის, „ვოგის“ ლეგენდარული რედაქტორი, ანა ვინტური და ჰოლივუდის მსახიობი, დემი მური, ნეკა დოროყაშვილის კლიპზე მუშაობას ასრულებს.
„კლიპის გადაღება გრძელდება! ფინალურ ეტაპს ვუახლოვდებით, მზად ხართ?“- წერს ზურა ბურჯანაძე და კლიპის გადაღებიდან კადრებს აზიარებს.
ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილი მცირე ხნის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო. მოდელი, ინფლუენსერი და მომღერალი მის სიმღერაზე საუბრისას ამბობდა:
„ჩემს სიმღერას საკმაოდ პროვოკაციული სახელწოდება აქვს, მას ჰქვია „ამლოკე“, შეიძლება ვულგარულად ჟღერდეს, თუმცა ეს არ არის პირდაპირი მნიშვნელობით. ტექსტი სულ რაღაც 15 წუთში დავწერე“.
