გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და გადაისინჯება თუ არა აღკვეთის ღონისძიება, – დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატი პროგნოზს ვერ აკეთებს, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს.
გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობისთვის ვადა 17 აპრილამდე აქვს.
შეგახსნებთ, რომ გირაოს არგადახდის გამო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მისი აყვანა რამდენიმე დღეში ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან მოხდა.