LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასახადის გადამხდელებს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდათ

127
DSC-3944

ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9 238 გადასახადის გადამხდელს, კუთვნილი დღგის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.

მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები