გადატყდებიან ხერხემალში დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, – აღნიშნულის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა, მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ხალხი მიიღებს იმას, რაც უნდა.
„უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. (რეჟიმი) აუცილებლად დაიხევს უკან. გამოსავალიც არ აქვთ, უკან დახევის საშუალებაც არ აქვთ. რაც უფრო არ აქვთ, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. ფაქტია, რომ ხალხი მიიღებს იმას, რაც უნდა. ამათ უკან დახევა მოუწევთ. გადატყდებიან ხერხემალში დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ”, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მარში მიმდინარეობს.