LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები: პატრუშევი და გერასიმოვი საბოტაჟს გეგმავდნენ, პუტინს კიბო აქვს

213
პუტინი და გერასიმოვი

გამოცემა DW აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონილი საიდუმლო მასალებზე წერს და მიუთითებს, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში რუსეთის ელიტაში არსებულ განხეთქილებაზეა საუბარი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პუტინს ონკოლოგიური დაავადება აქვს. DW წერს, რომ ინფორმაცია რამდენიმე გერმანულმა მედიამ, მათ შორის Tagesspiegel-მა და Focus-მა გამოაქვეყნა.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც თავის მხრივ კრემლთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.

როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ამისათვის ისინი აპირებდნენ ჯარების სამხრეთში გადაყვანას.

„X“ დღედ ჩანიშნეს 5 მარტი, როდესაც ვლადიმერ პუტინს ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო და ის ვეღარ შეძლებდა მიმდინარე პროცესებზე გავლენის ქონას.

ამდენად, წყაროს ცნობით, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული. ფაილებიდან ირკვევა, რომ შემდეგში გერასიმოვმა თავისი გეგმებზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g