LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადმოვხტი მანქანიდან და ყველასთვის მოულოდნელად ქუჩაში დავიწყე ცეკვა… 21 წლის ქალიშვილი მყავს…“  – ვინ არის მოცეკვავე ქალი – მია რამიშვილი, რომელმაც სოციალურ პლატფორმებზე ათასობით ნახვა დააგროვა

1551
Capture

სოციალური ქსელი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნიჭიერი, განსხვავებული და განსაკუთრებული ადამიანების აღმოსაჩენად.

ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა გახდა მია რამიშვილი, ქალი რომლის ცეკვის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა.

როგორც აღმოჩნდა, მია რამიშვილი ყოფილი მოცეკვავეა და რადგან ყოფილი მოცეკვავეები არ არსებობენ მის ცხოვრებას ცეკვა სულ თან სდევს:

სოციალური ქსელების გმირს რადიო „ფორტუნა“ დაუკავშირდა.

ჩვენთან საუბარში მია ამბობს, რომ 22 წელი ცეკვავდა ქართულ-ხალხურ ცეკვებს და აქვე იხსენებს პოპულარული ვიდეოს ჩაწერის ისტორიას.

მისი თქმით, ამ მასშტაბის გამოხმაურებას არ ელოდა და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა იმ დადებითი რეაქციებით, რაც ცეკვის ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა:

„მე ვარ მია რამიშვილი. ამჟამად ვმუშაობ პოლიგრაფიულ კომპანიაში “კოლიბრი”. ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვინაიდან 22 წელი ვცეკვავდი ქართულ-ხალხურ ცეკვებს. კონკრეტულ დღეს მეგობრები მივდიოდით ქალაქგარეთ, ქორწილში. გზად მანქანის გაჩერება მოგვიწია.

გადმოვხტი მანქანიდან და ყველასთვის მოულოდნელად ქუჩაში დავიწყე ცეკვა, მომიახლოვდა ჩემი მეგობარი სალი და ვიდეოს გადაღება დაიწყო. ამ ვიდეოს არსებობა რამდენიმე დღე საერთოდ დავიწყებული მქონდა. ნუ როგორც ხდება ხოლმე, მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეო და გადავწყვიტე ჩემ სოციალურ ქსელში ამეტვირთა. ჩემდა გასაკვირად ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა… განსაკუთრებით მესიამოვნა ის ფაქტი, რომ საზოგადოება პოზიტიურად დაიმუხტა და კეთილგანწყობა გამოხატა არა მხოლოდ ჩემი გარეგნობის, არამედ ჩემი შინაგანი პოზიტივის მიმართაც – ამბობს მია რამიშვილი.

42 წლის მია არაჩვეულებრივ ფორმაშია.

მოცეკვავე რადიო „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს და არც არასდროს მიუმართავს ესთეტიკური მედიცინისთვის.

როგორც მია გვიყვება, მას დღემდე საკორექციო ინექცია არასდროს გაუკეთებია, მისი სილამაზის საიდუმლო კი ჯანსაღი კვება და ვარჯიშია.

„რაც შეეხება თავის მოვლის რუტინას, განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. ვცდილობ ვიკვებო ჯანსაღად, ვივარჯიშო და დღის განმავლობაში საყვარელი საქმიანობით დავკავდე – ამბობს მია რამიშვილი ჩვენთან საუბარში.

მია რამიშვილს 21 წლის ქალიშვილი სახელად მარიამი ჰყავს, რომელიც სტუდენტია და დედასავით ცეკვის მოყვარული.

„მყავს 21 წლის შვილი , მარიამი, რომელიც სწავლობს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე და ისიც ცეკვავს . ასევე აქვს არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი, მხოლოდ მეგობრების წრეში მღერის, მყავს ორი უსაყვარლესი ძაღლი და ვფიქრობ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ცხოველების მიმართ – ამბობს მია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g