LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძლევთ პირობას, რომ პაციენტები და მოსახლეობა იმას, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვერ იგრძნობს: თენგიზ ცერცვაძე

151
cercvadze

“გაძლევთ პირობას, რომ პაციენტები და მოსახლეობა იმას, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვერ იგრძნობს”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ინდური შტამის წინააღმდეგ, რამე განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა, თუმცა მისივე თქმით, “უფრო ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წესები”.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა. ქვეყანაში შემოსული ინფიცირებული 5 მგზავრიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g