ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას იმ გამარტივებულ წესებსა და პირობებს აცნობს, რომლებსაც 1-ელი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაექვემდებარებიან.
„ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის სამეფოს მოქალაქე/ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები:
✅ავსებენ ელექტრონულ ფორმას მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3cyqqG9
✅ავტომატურად იღებენ პასუხს რომ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ვალიდური 72 სთ. იანი PCR ტესტით
✅შემოდიან საქართველოში
✅შემოსვლიდან მე-3 დღეს თვითონ იტარებენ PCR ტესტს
ეს წესი მოქმედებს ზემოთ აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებზე/ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მოდიან რომელიმე ამ ქვეყნიდან, თუნდაც ტრანზიტით, რაც სხვა ქვეყანაში გადაჯდომით ჩამოსვლას გულისხმობს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 1-ელი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებით.