LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი – სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების ვაქცინაცია

88
unnamed

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, ვითარებიდან გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მასწავლებლების ვაქცინაცია.

„სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას. პირისპირ სწავლების არ არსებობა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურ უნარებსა და მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი არის აცრილი, სხვა პროფესიებისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ფუნქციონირებისთვის გარკვეული პროცენტულობით უნდა იყვნენ აცრილები? მაშინ რატომ ვზღუდავთ სკოლების ფუნქციონირებას ამ პროცენტულობის გამო? ყველას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა,  ვისაც არ აქვს, ისინი ვეღარ დაეწევიან სასწავლო პროცესს. გამოსავალი არის ვაქცინაცია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების“,-განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები