LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო

93

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ – რუსეთი და ბოლივია წავიდნენ.

რეზოლუციის თანახმად, აშშ ითხოვდა ახალი დამოუკიდებელი მისიის შექმნას, რომელიც 7 აპრილს ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა.

„ახალი მექანიზმის შექმნას თვეები დასჭირდება. არ გსურთ იმის გაგონება, რომ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი აღმოჩენილი არ იყო,” – განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილ ნებენზიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g