უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე.
ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს.
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ, შესაძლოა, 5 მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქციოს.
