LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ აღიარა

85

გაეროს გენერალურმა ასამლეამ ხმათა უმრავლესობით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

დოკუმენტს მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ გამოვიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.

საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო. როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას, ქართული დელეგაცია იქ არ იმყოფებოდა.

“როგორც ვნახეთ პოზიციები გაიყო. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ჩვენ ამ კონსულტაციები გვქონდა პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა და შესაბამისად კენჭისყრაშიც“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g