LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი 14 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების გამოძიებას მოითხოვს

152
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, ღრმა მწუხარებას გამოხატავს და გოგონას გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარმა ფაქტმა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები გამოააშკარავა, გაუპატიურების სტიგმა სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფის გაცხადებით, აუცილებელია, მართლმსაჯულების სისტემაში სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები შეიქმნას, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ.

„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას უზრუნველყოფს. საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი. გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც  ასეთ ტრაგედიებს წარმოშობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები