გაეროში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული გაეროში ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობის წევრია.
“დღეს გაეროში ფილიპინების მისიის თანამშრომელმა ინფექციაზე ტესტირება ჩაიტარა, შედეგი კი დადებითი აღმოჩნდა. მისიის ხელმძღვანელს ურჩიეს, დაუყოვნებლივ გადასულიყო იზოლაციაში. შესაბამისი რეკომენდაციები გასცა გაეროს სამედიცინო დირექტორის ოფისმა და ჯანმრთელობის განყოფილებამ” – ნათქვამია უცხოურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, ფილიპინების მისიის განცხადებაში წერია, რომ მათი თანამშრომელი ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. გაეროში ფილიპინების მისიის ოფისი ამის გამო დაიხურა, ხოლო ყველა თანამშრომელი ამ დროისათვის თვითიზოლაციაშია.
