გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ავტო საგზაო წესების დამრღვევი მძღოლი ქაღალდის პოლიციის მანქანით შეაშინეს. სააგენტო „UPI”-ის ინფორმაციით, გაერთიანებული საამიროების პოლიციამ კანონდამრღვევ მძღოლებთან საბრძოლველად საინტერესო ხრიკი მოიფიქრა. მათ მუყაოსგან პოლიციის ავტომობილი დაამზადეს და ყველაზე ხმაურიანი ტრასის სიახლოვეს დადგეს. ყალბი ავტომობილის ნამდვილთან მსგავსება იმდენად დიდია, რომ ის ძალიან ბევრ მძღოლს აშინებს და მათ წესების დაცვას აიძულებს. ამას ადასტურებს ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ქსელში გამოაქვეყნა. კადრებში კარგად ჩანს, რომ მძღოლი თავიდან ძალიან შეშფოთდა, სიჩქარესაც მოუკლო და ღვედიც გაიკეთა, ახლოს მისვლისას კი აღმოაჩინა, რომ ავტომობილი სინამდვილეში მუყაოსგან იყო დამზადებული.