ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას ნიაკო დარჩიძეს სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს კარადა დაეცა.
დაღუპული გოგონას დედა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „გაფრინდა ჩემი ჩიტი…“
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
