პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის სიტყვის ფასი გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასს შეადარა.
„გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს. კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“. – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მან პოლიტიკადან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელების მოთხოვნის შედეგად მიიღო.
მისივე თქმით, სწორედ ამერიკის სანქციების შიშის გამო გადააფორმა ივანიშვილმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ფონდ “ქართუზე“.
ბიძინა ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი “ქართუს” გადასცა