LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მლნ დოლარი, შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ ახლის შექმნის მოტივაცია არ დაკარგონ – ივანიშვილი

709
befunky-collage-4-2020-05-11-19-53-59-257168

შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, – განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე რას იწონის დღეს ბიძინა ივანიშვილი, რა ფინანსურ რესურსს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის ამ მილიარდნახევრიდან, ივანიშვილი ასე პასუხობს:

“ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.”- აცხადებს ივანიშვილი.

რაც შეეხება იმას თუ როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას შვილები, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ისინი სრულად იზიარებენ მის მიდგომებს.

“გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მივიღე. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ.

სხვათა შორის, ჭარბი ფულის ჭარბ წონასთან შედარების პასაჟიც ამოიღო თქვენს მიერ ნახსენები ინტერვიუდან „ვედომოსტმა“ და არც „ფორბსმა“ დაბეჭდა ეს აქცენტი, რომელსაც იმავე 2005 წელს მივეცი მოკლე ინტერვიუ.”- განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები