LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი “ქართუს” გადასცა

85
ბიძინა-ივანიშვილი-1

ბიზნესმენმა და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” გადასცა. არსებული ინფორმაციით საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი  დოლარის აქტივებზე.

ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა არის 30-მდე ობიექტი – მათ შორის სასტუმრო “პარაგრაფი”, შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, “თაბორი რიზორთსი“, ასევე ბანკი ქართუ, შპს ელიტა ბურჯი, ლაგუნა ვერეს ტერიტორია, მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და აბასთუმანში.

გადაცემის პროცესშია კიდევ რამდენიმე ობიექტი.

“ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ახლა საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ამ გადაწყვეტილებასაც უფრო თამამად ვღებულობ და მშვიდად ვარ,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი Entrepreneur-ის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუს დროს. აქვე ბიძინა ივანიშვილმა აღიარა ის ფაქტიც, რომ საქათველოში “მომგებიანობის კრიტერიუმით” კმაყოფილი არ არის.

“სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა, ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ,” – აცხადებს ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები