LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით 107 წლის ქალბატონი, რომელმაც კორონავირუსი და ესპანური გრიპი დაამარცხა

114
merilushershapiro

როცა მერილი შაპირო აშერი საავადმყოფოში COVID-19–ის დიაგნოზით დააწვინეს, ექიმმა მის ქალიშვილს დაურეკა და გააფრთხილა, რომ დედას მხოლოდ რამდენიმე საათი სიცოცხლე ქონდა დარჩენილი.

„ექიმი უბრალოდ დედაჩემს არ იცნობდა”, – იხსენებს ჯოან შაპირო. ექიმმა ნამდვილად არ იცოდა ის, რომ 107 წლის ხელოვანს ერთი გლობალური პანდემია უკვე გადატანილი ქონდა და არც მეორეს გადატანა გაუჭირდებოდა.

1918 წელს მერილი 6 წლის იყო, როდესაც „ისპანკა“ შეეყარა. საშიშმა ვირუსმა 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა გოგონას ვერაფერი დააკლო.

მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა და აშერი ახალი კორონავირუსით დაავადდა. ეს არის ინფექცია, რომლის გადატანაც ასაკოვანი ადამიანებისთვის თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა, საავადმყოფოში გატარებული 5 დღის შემდეგ ამერიკელმა მისი დამარცხება შეძლო.

სასწაულებრივ გამოჯანმრთელებას შვილები ხელოვნებას უმადლიან. საქმე ისაა, რომ 107 წლის მერილი დღემდე აქტიურად მუშაობს და რომ არა კორონავირუსი თვის ბოლოს ვაშინგტონის მთავარ გალერეაში გამოფენაც უნდა ქონოდა.

გასულ წელს ქალბატონს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გამხელა სთხოვეს და მან ასე უპასუხა:

„მას შემდეგ რაც საპატიო ასაკში შევედი სპორტი შევიყვარე, დავდივარ ასევე იოგაზე. ვაგრძელებ საყვარელ საქმესაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ძლიერი ინტერესი არსებობს, ერთი სული გაქვს ყოველ დილით გაიღვიძო და მისი კეთება დაიწყო.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები