LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

2170
BeFunky-collage

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (MIT) სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

“მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტსში, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს.

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტი თით­ქმის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­შია. 2021 წელს, ისე­ვე რო­გორც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში MIT სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტად და­სა­ხელ­და და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა QS World University Rankings-ში. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი რომ შე­იკ­რი­ბოს, ის სიმ­დიდ­რით მსოფ­ლი­ო­ში მე­თერ­თმე­ტე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბო­და.

MIT – ის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ჯამ­ში 300 000 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლი­დან MIT – ში ყო­ველ­წლი­უ­რად კო­მა­რო­ვის სკო­ლის ერთი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ინც აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. თა­მა­რი MIT – ში ჩა­რი­ცხუ­ლი სკო­ლის მეშ­ვი­დე კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ნი­ჭი­ე­რი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის შე­სა­ხე­ბაც ავ­რცე­ლებს და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

თა­მა­რი:

  • Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) – ში რო­ბო­ტი­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში მე­ო­თხე საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია!
  • 2016 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია!
  • 2016 წლის ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია!
  • ევ­რო­პის გო­გო­ნა­თა მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე (EGMO) ორი ვერ­ცხლის მედ­ლის და სა­პა­ტიო სი­გე­ლის მფლო­ბე­ლია (2016-2019)!
  • 2020 წლის ჟა­უ­ტი­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის (IZhO) ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლია!
  • 2018 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის მე­სა­მე ად­გი­ლო­სა­ნია მა­თე­მა­ტი­კა­ში!
  • ინ­ფორ­მა­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია (ათე­უ­ლის წევ­რი)!
  • 2018 წელს სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კი­დან გა­ემ­გზავ­რა პო­ლო­ნეთ­ში, კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში!
  • 2017, 2018 და 2019 წლებ­ში მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რე­ზერ­ვის­ტია!
  • „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ფი­ნა­ლის­ტია!
  • ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის „რა? სად? რო­დის?“ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია!
  • საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა: “If you can’t do great things, do small things in a great way.”

 

magti 5g