LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით რომან პაჩინო – 83 წლის ალ პაჩინოს 30 წლის საცოლე და მათი ვაჟი პირველად „ვოგის“ გარეკანზე

898
page

ლეგენდარული მსახიობის, ალ პაჩინოს საცოლე, ნურ ალფალაჰი და მათი საერთო ვაჟი, რომანი პირველად მოხვდნენ „ვოგის“ გარეკანზე. 30 წლის ნური არაბული გამოცემის გარეკანზე 8 თვის ვაჟთან ერთად პოზირებს და საოცრად ბედნიერად გამოიყურება.

ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ინტერვიუში ორსულობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ორსულობის დროს მას უიშვიათესი დაავადება დაუდგინეს, რომელიც სისხლის შედედებასთან არის კავშირში.

„როდესაც ორსულობას ვიხსენებ, ვისურვებდი, უფრო მეტად დავმტკბარიყავი ორსულობის პერიოდით“ , – აცხადებს ნური.

შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ალ პაჩინოსთან ერთად შვილის აღზრდის პროცესს, მან უპასუხა, რომ ეს დიდებული რამაა, რაც კი მას ოდესმე წარმოედგინა.

ფოტო: 83 წლის ალ პაჩინო 30 წლის შეყვარებულთან პაემაზე

გაიცანით, 83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალაჰის ვაჟი – წყვილის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები