LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი საქართველოში – 4 წლის მათე

171
109981837-3252316208168294-6613361220114690063-o

მე ვარ მათე გიორგაძე, 4 წლის, ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი!“ – ალგეთის ეროვულ პარკში ვიზიტისას, პატარა მათეს აუცილებლად შეხვდებით და ამ სიტყვებით გაგეცნობათ! მათეს შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათე ალგეთის ეროვნული პარკის, ბირთვისის რეინჯერის ამირან გიორგაძის უმცროსი ვაჟია. ამირანი ტერიტორიაზე პატრულირებას ხშირად თავის შვილთან ერთად ახორციელებს.

პირველად მამას 3 წლის ასაკში გაყვა ტყეში, თავიდან მცირე მანძილით დაიწყეს. მამამ იფიქრა რომ დაიღლებოდა, ან ვერ შეძლებდა ბევრ სიარულს, თუმცა მათე უდიდესი სიყვარულით და სურვილით დიდ მანძილებზეც დაუღალავად, სულ სირბილ-სირბილით გადაადგილდება. მას შემდეგ კი, რაც ჭოგრიტით ყურებისას შველი, ტურა და გარეული კატა დაინახა, მისი სიყვარული კიდევ უფრო გამძაფრდა და დღეს, თითქმის ყოველ დღე სთხოვს მამას თან წაიყვანოს პატრულირებისას.

მათეს რომ შეხვდებით, აუცილებლად გაგაფრთხილებთ, რომ მამა რეინჯერია, და რომ გარემო არ უნდა დაანაგვიანოთ! ბუნების და ცხოველების უდიდესი სიყვარულის გამო მან უკვე იცის, რომ გაიზრდება და მამასავით რეინჯერი გახდება!“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g