LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაიგეს, რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ“ – აფგან მუხთარლის გერმანიიდან გამოფრენა ფერხდება

95
dxhbxfg

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საკუთარი სურვილით საქართველოს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად გერმანიიდან თბილისში დღეს უნდა გამოფრენილიყო, აცხადებს, რომ “საქართველოს ავიახაზები” საქართველოს საკონსულოსთან კომუნიკაციის შემდეგ ბორტზე არ უშვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტის თქმით, მას ყველა საბუთი წესრიგში აქვს და ხელოვნურად შეუქმნეს დაბრკოლება. მიზეზი კი კორონავირუსისგან გამოწვეული შეცვლილი რეგულაციებია.

“მეუბნებიან, რომ დოკუმენტები არ არის წესრიგში, როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ” – წერს აფგან მუხთარლი.

აფგან მუხთარლი პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები